გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

24-10-2023

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი" და ,,წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონლის კერძოდ, სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29 924,22 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 29 924,22 ლარის ოდენობით შეეფარდათ.