გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

24-10-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სოფელ კისისხევის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.


სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 10 სოფლის (კისისხევი, წნანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი)  დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ნოემბრის  ბოლოს დასრულდება.