გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლესლი ბეარმან ლაჰმი: რიკოთის მაგისტრალი, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას

28-10-2023

ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.


მისი თქმით აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ამაყობენ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშროლობით.


„მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდე ხევი შორაპანის სექციისა რიკოთის უღელტეხილის, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებით სხვადასხვა დეპარტამენტებს აღნიშნული ეტაპის გავლა. ჩვენ ვამაყობთ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშროლობით, ისევე როგორც სხვა ფინანსური ორგანიზაციები რომელიც დღეს აქ არიან წარმოდგენილები, ჩვენ ვამბობთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის.


რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლოებისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში, როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფანის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ და ჩვენ გვინდა ვანახოთ აი ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება შემდეგ წელს", - განაცხადა ლესლი ბეარმან ლაჰმმა.