ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა

31-10-2023

გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის 1 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი ქ. თბილისში, ,,დელისის" მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16  პირი ამხილა.