« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
31-10-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს.
5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 3-3 ფაქტი - ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის, 1 კი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილის, ლიფანისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს, ჯამში, 44,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ; ერთ სამართალდამრღვევს კი, ავტომანქანის ძარაზე, უკანონოდ მოპოვებული ვერხვის სახეობის 9 ერთეული მორი ჰქონდა განთავსებული.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღცევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.