გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილის ორაზროვანი პასუხები სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

31-10-2023

„CBS-თან ინტერვიუ არის კიდევ ერთი აშკარა დასტური იმისა, თუ რატომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოზიციას წარმოადგენდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიზანმიმართულად მავნებლობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

 

„სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული მესიჯები საქართველოს მიერ გამოცხადებულ და რეალობაში განხორციელებულ კურსთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია. სალომე ზურაბიშვილის ორაზროვანი პასუხები სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ცილისწამებაც კი, ჩვენი პრემიერის მიმართ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.