17-09-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში თანამედროვე სტანდარტების დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ამჟამად სკოლაში 4 მოსწავლე სწავლობს.
სწავლის დაწყებასთან დაკავშორებით სკოლაში მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი და იმერეთის გუბერნატორი მივიდნენ.
სკოლის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. სკოლის მშენებლობისთვის განათლების სამინისტროდან 600 000 ლარი გამოიყო.
დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს კერძო და საჯარო სკოლებში 57 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა. 500-მდე სკოლაში ახალი სასწავლო წლისათვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა, მათ შორის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 სკოლას, აქედან 28-ის რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდმა დააფინანსა.