გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი ბრეგაძე: მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ

1-11-2023

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არჩევნებში სააკაშვილის მონაწილეობის თემაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ.


"მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით. როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება, ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური წევრობის, არ დაგავიწყდეთ. ეს ადამიანი იყო მთავარსარდალი მათ შორის, რომელ მთავარსარდალს მიუტოვებია საკუთარი სახელმწიფო მოქალაქეობა და წასულა სხვა სახელმწიფოს სამსახურში. მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ სხვა სამსახურის გამო", – განაცხადა ბრეგაძემ.