გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე გვარამიას მიერ პრეზიდენტისთვის სააკაშვილის შეწყალების თხოვნაზე: ერთი კრიმინალი მეორე კრიმინალს მესამე კრიმინალის შეწყალებას სთხოვს

1-11-2023

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ზურაბიშვილისთვის თავად არ უთხოვია შეწყალება, მაგრამ ახლა სთხოვს, მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ანჯაფარიძის შეფასებით, ნიკა გვარამიას ეს განცხადება ბედის ირონიაა, ვინაიდან „ერთი კრიმინალი მეორე კრიმინალს მესამე კრიმინალის შეწყალებას სთხოვს.“

 

„გუშინ ნიკა გვარამიამ პირდაპირი ეთერით სალომე ზურაბიშვილს სთხოვა სააკაშვილის შეწყალება.

ბედის ირონია - ერთი კრიმინალი მეორე კრიმინალს მესამე კრიმინალის შეწყალებას სთხოვს,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.