გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი გაეცნო

2-11-2023

სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო.


სტუმრებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს და იმ 470-ზე მეტი სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 117 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი.


დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად უმასპინძლა.


ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით თბილისში იმართება.