გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციის 99% ბრიუსელში იმისთვის დადიოდა, რომ საქართველო „გაეშავებინა“ და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

2-11-2023

„იმ ოპოზიციონერების სახელი და გვარები ალბათ უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მიღებაში ქვეყანას ხელს უშლიდნენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „რაც უფრო რეალური ხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პოლიტიკური პანაშვიდები“.

 

„დეკანოიძემაც და სამნიძემაც, რომლებიც ამაში არც თვითონ არ ჩამოუვარდებიან სალომე სამადაშვილს, კარგად იციან, რომ სამადაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც იმას, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის, მათ შორის, საჯაროდაც ამბობს. თავად დეკანოიძემ და სამნიძემაც არაერთხელ აღნიშნეს ჩვენ პარტნიორებთან, რომ თურმე ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ ხელისუფლება ჰყავს ცუდი. სამწუხაროდ, ოპოზიციიდან 99% ბრიუსელში იმისთვის დადიოდა, რომ თავისი ქვეყანა გაეშავებინა.

 

ერთმანეთის ჩაშვება დაიწყეს და არ გვიკვირს, რომ ქვეყნის პარტნიორები უკვე ოპოზიციას ეუბნებიან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთმანეთთან ჩამოყალიბდითო.

 

რაც უფრო რეალური ხდება კანდიდატის სტატუსის მიღება, მით უფრო ახლოვდება ოპოზიციის პოლიტიკური პანაშვიდები. ეს არის რეალური და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ოპოზიციას არაფერი აღარ აქვს დღის წესრიგში გარდა იმისა, რომ რადიკალური პროცესები მოიგონოს და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ.

 

ის რომ, საქართველოს, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსის მიღებას მივულოცავთ და შემდგომ, ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადებას დაიწყებს, ეს რეალურია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.