გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის მობილბანკით ინვესტირება კვლავ ყოველგვარი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი

3-11-2023

საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულში აქცია წლის ბოლომდე გრძელდება.

 

მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის მობილბანკის საინვესტიციო მოდულით, 6000-მდე კომპანიის აქციები ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შეიძინოს. ამ ეტაპზე ასევე გაუქმებულია ყოველთვიური საკომისიო გადასახადიც.

 

შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - მათაც, ვინც  საინვესტიციო მოდულს უკვე აქტიურად იყენებს და მათაც, ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო.

 

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური საბანკო პროდუქტი. ამისთვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. ერთ-ერთი კი მობილბანკისთვის შექმნილი ინვესტიციების მოდულია. მისი მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ივაჭროს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები, განახორციელოს კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდეს საერთაშორისო კომპანიის აქციების მფლობელი. დღეს საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულს 27 000-მდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

 

ინფორმაციისთვის, კამპანიის პირობა არ ვრცელდება Penny Stock-ით ვაჭრობისას, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ანგარიშთა პაკეტი. მათთვის  საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს.

 

ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.