გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

4-11-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს მარია თეოდორუსს (Maria Theodorou), რომელმაც თავდაცვის ახალი ატაშე წარადგინა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფანოს ლიკოპულოსს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. საქართველოს თავდაცვის პირველმა მოადგილემ საბერძნეთის წარმომადგენლებთან სამხედრო განათლების კუთხით, თავდაცვის აკადემიებს, ასევე, სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ბერძენი სამხედროების მონაწილეობის საკითხსაც. ლელა ჩიქოვანმა მარია თეოდორუსს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის.