გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარიამ ქვრივიშვილი: წინანდალში გამართული ღვინის სიმპოზიუმი არის შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა, როგორც ღვინის სამშობლო, ღირსეულად წარმოვადგინოთ მსოფლიოში

5-11-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ხელს უწყობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოს ქვეყნებში. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში გამართულ ღვინის სიმპოზიუმზე ისაუბრა, რომელიც სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.


შვეიცარიული ასოციაციის, „Grand Jury Du Vin"-ის ღვინის სიმპოზიუმი. წინანდლის მამულში პირველად ჩატარდა. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d'Este-ში.


,,დღევანდელი პროექტი არის წარმატებული კერძო-საჯარო თანამშრომლობის, ნათელი მაგალითი - ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით. ეს არის, უპირველესად, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და აღნიშნული ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაპოზიციონეროთ საერთაშორისო, მაღალი კონკურენციის მქონე ღვინის ინდუსტრიაში, ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვადგინოთ, როგორც ღვინის სამშობლო, ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის"- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


მისივე შეფასებით, ასეთი ღონისძიებები ქართველი მეღვინეებისთვის ქმნის უფრო დიდი ასპარეზის გახსნის შესაძლებლობას.


,,სიმპოზიუმის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველოში ჩამოვიყვანეთ 15-მდე წამყვანი ჟურნალისტი, ბლოგერი, რომლებიც საქართველოს ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული პოტენციალის შესახებ მოამზადებენ არაერთ მნიშვნელოვან სტატიას თუ სიუჟეტს, რომელიც რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.


დარწმუნებული ვარ, წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტ ასეთი მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლოს მომავალში"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.