გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გიორგი ცაგარეიშვილი: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო

6-11-2023

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა.


„მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელ გუნდს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი მოლოდინი სრულად დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით, შევფერხდებოდით ამ გზაზე - მათ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ.


ოპოზიციამ ერთი წელი მოანდომა იმას, რომ როგორმე ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შეეფერხებინათ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და ამისთვის აკეთეს ყველაფერი და უკადრებელიც იკადრეს. უზარმაზარი თანხები დახარჯეს ამ უგვანო ლობისტურ საქმიანობაში.


საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო სტრატეგიული მოკავშირის სახით. მე ვფიქრობ, საქართველო არის ის პატარა ფანჯარა, რომელიც ევროპას ახლა გაჭრილი აქვს და დიდი უგუნურება იქნება ამ ფანჯრის დახურვა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.