გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გია აბაშიძე: სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი "საჩუქარი" გაუკეთეს

6-11-2023

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაააკავეს ერთი ჩვენი თანამემამულე - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.


მისი თქმით, სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი "საჩუქარი" გაუკეთეს.


„სააკაშვილის მეხუთე კოლონას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სავარაუდო მიღებამდე რუსმა ოკუპანტებმა სისხლიანი "საჩუქარი" გაუკეთეს. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაააკავეს ერთი ჩვენი თანამემამულე.


სუსის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით. საქართველოს შიდა და გარე მტრების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დამთხვევები არ არსებობს. ნაცოპოზიცია ორკესტრირებულად და გააფთრებით უტევს ევროინტეგრაციის პროცესს, ბრიუსელისგან ითხოვენ რაღაც არარსებულ პირობებს და მათ დესტრუქციას ჩვენი თანამემამულის გაწირვის სახით მხარს უბამენ რუსი აგრესორები. მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე facebook -ზე.