გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ცაგარეიშვილი 7 ნოემბერზე: ამ მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გმირს, კობა დავითაშვილს გაგახსენებთ, რომელიც დიახ, 7 ნოემბერს შეეწირა

7-11-2023

7 ნოემბერი არის ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი, სისხლიანი და უბედური თარიღი სხვა თარიღებთან ერთად, რომელიც ბევრს ახსოვს ამ ქვეყანაში და მე, სამწუხაროდ, ვარ ამ ყველაფრის შემსწრე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დღემდე გაუგებარია, რატომ გასწირა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები სასტიკი დარბევისთვის, რომლის შედეგად, ბევრი ადამიანი დასახიჩრდა. ცაგარეიშვილმა გაიხსენა კობა დავითაშვილიც, რომელსაც 7 ნოემბერს სასტიკად სცემეს.

 

„ყოველი გაელვება მახსოვს იმ დღისა და დღემდე ვერაფრით გავიგე, რას ერჩოდა მშვიდობიან თანამოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილი, რატომ შეუსია მან თავისი ავაზაკები და ზონდერები დასარბევად. ვერ გავიგე, რატომ გასწირა ასე ხალხი, სასტიკი დარბევის და დასახიჩრებისთვის. ბევრი დასახიჩრდა, ბევრი იმ ავბედითი დღის შემდეგ დაიღუპა. ამ მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გმირს გაგახსენებთ, კობა დავითაშვილს რომელიც დიახ, 7 ნოემბერს შეეწირა. ადამიანი, რომელიც გაიტაცეს რიყის მოედნიდან, სასტიკად სცემეს, აწამეს და ეტყობა, მათ ეგონათ, რომ მომაკვდავი იყო ან უკვე გარდაცვლილი, თბილისიდან, ელიავას ბაზრობიდან გატაცებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ჭიშკართან გადმოაგდეს და იქ უბრალოდ, ბედისწერით გადარჩა. შემდეგ, მისი ყოველი დღე იყო ტანჯვა-წამება და ამ ტანჯვა-წამებაში დალია სული. სხვათა შორის, ნათელ-მირონები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და კობა დავითაშვილი, ესეც არავის არ ახსოვს“ - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.