გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე რეჟიმის დასჯა მოეთხოვათ, თავს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს, რის შედეგადაც მკვლელები უფრო გადიდგულდნენ და კვლავ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს

7-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გახსენების პარალელურად, განცხადებას ავრცელებს და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს კიდევ ერთხელ აფასებს.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედნი უნდა გასამართლდნენ და ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, არამედ - პოლიტიკური კანონზომიერებაც.

 

„2012 წელს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე რეჟიმის დასჯა მოეთხოვათ, თავს კოჰაბიტაცია მოგვახვიეს, რის შედეგადაც მკვლელები უფრო გადიდგულდნენ და კვლავ ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

 

დღეს, როდესაც მათ განცხადებებს ვუსმენთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ყველა სახის დამნაშავის შეწყალება შეიძლება, ოღონდ არა - პოლიტიკურის. პოლიტიკოსის დანაშაული არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ, მთლიანად ქვეყანას აზიანებს. „ნაცმოძრაობაც“ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს!

 

როგორ არ გვსურს დასავლეთის კრიტიკა, მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს? როგორ შეიძლებოდა 7 ნოემბრის მთავარი გესტაპოს - ნიკა გვარამიას დაჯილდოება დემოკრატიისთვის ბრძოლაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, როდესაც გვარამიამ დაარბია დამოუკიდებელი ტელევიზია და მშვიდობიანი მიტინგი? როგორ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის სტატუსის მინიჭება, როდესაც სააკაშვილმა დაასამარა თავისუფალი სიტყვა საქართველოში? ეს იგივეა, ჰიტლერს და გებელსს ჰუმანიზმი დააბრალო.

 

რეჟიმი უნდა გასამართლდეს! ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა, არამედ - პოლიტიკური კანონზომიერებაც. ვინც პოლიტიკის წესებს არღვევს, ის თავად ხდება ამავე პოლიტიკის მსხვერპლი“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.