გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტის მოწოდებაზე: დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით” მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში

8-11-2023

პრეზიდენტის მოწოდებას ერთად აღინიშნოს ევროკომისიის გადაწყვეტილება, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის წერს, დღეს მოხდება მათი მხილება, ვინც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ აპირებს გაერთიანებას.

 

„სალომე ზურაბიშვილმა 8 საათზე ჩემთან შევიკრიბოთო და ერთად აღვნიშნოთ, ევროკომისიის გადაწყვეტილებაო…

 

მოკლედ, დღეს სალომეს გაბელადება იწყება, ხოლო კორონაცია 15 დეკემბრის შემდეგ მოხდება, როცა საქართველო სტატუსს მიიღებს…

 

დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით” მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში. აბა თქვენ იცით, ნაყინი მაგრად დაიჭირეთ, არ მოსვაროთ სალომეს ეზო-კარი,“ - წერს facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.