გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში კარანტინის გამო ზოოპარკი კიდევ 3 თვე ვერ გაიხსნება

18-09-2018

ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოკუთხე კარანტინის გამო მთელი ზაფხულის განმავლობაში დახურული იყო, ზოოპარკის გახსნა ვიზიტორებისთვის მინიმუმ მომდევნო სამ თვეშიც არ იგეგმება. 


„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ზოოკუთხეში ცხოველების მკვდრად​შობადობის ფაქტები დაფიქსირდა.  მიზეზი სავარაუდოდ, კვლავ პნევმონია და ვირუსული ინფექციებია.​​


''ზოოპარკი იყო საკარანტინო პერიოდზე, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, დაკავშირებულია გარკვეულ პერიოდთან. როგორც წესი ხდება განსაკუთრებული ზრუნვა ცხოველების ჯანმრთელობაზე,'' - ამბობს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე.


ზოოკუთხის ახალი დირექტორის გიორგი კალანდაძის განმარტებით, ეს ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა. მისი თქმით, ბოლო თვეებია ცხოველების დაცემის ფაქტი არა, თუმცა ავადობის გამო მკვდრადშობის ფაქტები დაფიქსირდა. გიორგი კალანდაძე ვარაუდობს, რომ საკარანტინო რეჟიმი კიდევ სამი თვე გაგრძელდება.


''არის ცხოველების კატეგორია, რომელთაც ჰქონდათ მიმდინარე ქრონიკული ინფექციური დაავადებები, რომელიც არ გადაეცემა ადამიანს, თუმცა საშიშია ზოოკუთხის გახსნა ვიზიტორების  ჯანმრთელობისთვის, რადგან მიმდინარეობს ცხოველებზე მძიმე მკურნალობის კურსი და პარალელურად სარემონტო სამუშაოები,'' განმარტავს ზოოკუთხის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე.


ბათუმში ახალი ზოოპარკისთვის ადგილი შერჩეულია. ახალი ზოოპარკი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.



imedinews.ge