გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბექა ოდიშარია: მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს

9-11-2023

“როდესაც 2020 წელს ჩვენ დავაანონსეთ, რომ აუცილებლად დავწერდით განაცხადს და გავხდებოდით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, მაშინ ოპოზიციიდან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი გვესმოდა. დღესაც იგივე ხდება. მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.


ბექა ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახალ ნარატივს ქმნის, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ეწყინა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა.


მისივე განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ აცდიდა სტატუსის მისაღებად მუშაობას, ახლა კი, როდესაც შედეგი მიღწეულია, ოპოზიცია ცდილობს ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწეროს.


“მთელი წელი პრაქტიკულად გვბომბავდნენ ხელისუფლებას და ხალხს და ამკვიდრებდნენ ამ სულელურ ნარატივს, რომ ვითომ, ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. მესამე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავის წარმომადგენლებით.


ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები. ოპოზიციამ რაც ჩაატარა მთელი წლის განმავლობაში, მე მგონი ასე არ უმტრია ჩვენი ქვეყნისათვის არავის. დღეს დადგა „კაპიტანი“ გიგაური და სალომე სამადაშვილი და თქვეს, რომ ჩვენი მონაპოვარი არისო, ვულოცავ მათაც, მაგრამ ხალხს ალბათ სასაცილოდაც არ ჰყოფნის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული აქტივობები განსახორციელებელი იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი და სხვა უწყებები, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.