გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოში კორეიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება

9-11-2023

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება.

 

12 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუესერები შედიან, რომელთა მხრიდანაცმაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები, დაწერონ სტატიები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რაც პირდაპირ გავლენასიქონიებს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და ექსპორტის ზრდაზე კორეის რესპუბლიკის სტრატეგიულ ბაზარზე.კორეელი პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით განხორციელდა.


ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გაიმართა დეგუსტაცია (Walkaround Tasting), რომლის ფარგლებშიც, კორეელპროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათგაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის პროდუქციას. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა კიდევ ერთი დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 15 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.


ტურის ფარგლებში, კორეელი სტუმრები ქართული ღვინისმწარმოებელ კომპანიებს კახეთსადა ქართლში ეწვივნენ, სადაც ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით,ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინის სახეობები.


აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ანალოგიური ტურებსშედეგად,  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.


კორეის რესპუბლიკა 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო.