გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD IV-ის მმართველი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

9-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, ჩართულ მხარეებთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზის მიმდინარეობა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.


ENPARD IV-ის მმართველი კომიტეტის სხდომაზე ძირითადი ყურადღება სოფლის მართვის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვას, სოფლად სერვისების ხელმისაწვდომობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს; საუბარი შეეხო ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების, გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერების და  კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებსაც.


„პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კარგი ნორმატიული ბაზა იქმნება; მიმდინარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობა.  გვაქვს კონკრეტული შედეგები და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს რეალობასა და ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. სოფლის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერისთვის აქტიურად ვმუშაობთ. ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში მიმდინარეობს და მისი ძირითადი მიზანია სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ასევე, ფერმერთა და მეწარმეთათვის ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.