გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

9-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს, საკარმიდამო ეზოში არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა განთავსებული.


მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 7 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 9,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოქალაქეს მოწყობილი ხონის მუნიციპალიტეტშიც. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლისა და კოპიტის (იფანი) სახეობის, ჯამში 1,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).


ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.