გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეტყობინებას უგზავნის, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია სწორედ მან უზრუნველყო

9-11-2023

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევით ვიზიტებს და ეს არის სალომე ზურაბიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემაზე ხელისუფლების დამსახურება თავად მიიწეროს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს თავის დესტრუქციულ მოქმედებებს.


„სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეტყობინებას უგზავნის, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია სწორედ მან უზრუნველყო. თუმცა, საქართველოში ასეთი ადამიანი, ვისაც ამის სჯერა, ძალიან ცოტა მეგულება.


სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს თავის დესტრუქციულ მოქმედებებს, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.