გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

9-11-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ახალი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. თსუ რექტორმა და ელჩმა, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობაზე იმსჯელეს.


„როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს თსუ-სა და სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა თუ მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.