გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციას: 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი

9-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში კანდიდატის სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი.


„შვილები - მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, რძლები - სანდრა, სოფო, ლიზა, გია და თამარა, შვილიშვილები - ხაზარაძე, გახარია, გიგაური და ლომჯარია, ბებია - სალომე ზურაბიშვილი, ბაბუა - ბადრი შუბლაძე, დები - ლევან და დავით ბერძენიშვილები და მათი ქალიშვილი ზუკა, ბიძები - დავით კეზერაშვილი და ჭუტა წერეთელი, ბიცოლები - ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე, გარე ბიძაშვილები - კუბილიუსი და რასა ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 20 თვის წვალების შემდეგ გარდაიცვალა კანდიდატის სტატუსის თემა და რევოლუციის შანსი," - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.