გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ გადაწყვეტილებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სპეკულაციები დასრულებულია, რომ მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს - უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს?

10-11-2023

მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული შარშან სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს აი ამას უსინდისოდ იმეორებენ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იგივე ადამიანებს არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი.


„მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის სპეკულაციები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, უსუსური ხშირ შემთხვევაში დასრულებულია, რომ თითქოს მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია. მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული შარშან სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს აი ამას უსინდისოდ იმეორებენ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, პირიქით პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. ეს რეალობაა, ასევე ადამიანები, რომლებიც არ მინდა გავიმეორო, ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ, გააქტიურდნენ და თქვეს, რომ ქვეყანა მიიღებდა სტატუსს, სცადეს უსუსურად ქულების ჩაწერა.


მთავარი რამ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, მთავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარი ის არის რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი. ხალხზე აპელირება და აქცენტის გაკეთება არის უსუსური მცდელობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეფარებულები არიან უსუსურ განმარტებას.


მინდა დავუსვა კითხვა ამ ადამიანებს - შარშან რატომ არ ახსოვდათ ჩვენი ხალხი? როცა იგივე რეზოლუცია მიაღებინეს თავის პარტნიორ პარტიებს, ევროპის სახალხო პარტიებს და სხვებს. როცა პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციები დაასპონსორეს და მიაღებინეს, რომ მაშინ ესე იგი თურმე საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა.