19-09-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის დაჭრილი ხე-ტყე იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით შედგა, რაც 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.