გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

წალენჯიხაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19-09-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპის ფარგლებში, 9.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი დარჩენილი 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ახალი, 24 მეტრიანი, რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობას ითვალისწინებს.


პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.