გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: პარიზის "რუსულ ფორუმს" ესწრებიან ევროკავშირის იმ სახელმწიფოების დელეგატებიც, რომლებმაც რუსეთის მიმართ სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუბლით გაამდიდრეს

11-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პარიზში მიმდინარე „მშვიდობის ფორუმს“ გამოეხმაურა.

 

ქართველიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

 

"ქართული მეხუთე კოლონის რიგებში მიმდინარე პოლიტიკური გლოვის დღეებმა ჩვენი ყურადღების მიღმა კინაღამ დატოვა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. დღეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განთავისუფლებულ პარიზში ზარზეიმით შეხვდნენ, იქ მიმდინარე "რუსულ ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად ჩასულ "რუსული ოცნების" ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული "რუსული მთავრობის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერი ღარიბაშვილი "რუსული ზეგავლენის" ქვეშ მყოფ ОДКБ-ს წევრი-სომხეთის "პუტინის მეგობარ" პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად დღეს ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ "რუსულ პლატფორმაზე" მთავარი თანამომხსენებელი იყო.

 

საუბრის თემა: "პუტინის სამხრეთ კავკასიაში" მიმდინარე დასავლური ინტეგრაციის პირობებში სამშვიდობო რეგიონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ასევე "რუსული ოცნებისთვის" "რუსული სტატუსის" მინიჭების თაობაზე ბრიუსელის "Государственная дума"-ს ფილიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პარიზის "რუსულ ფორუმს" ასევე ესწრება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს. "რუსული ფორუმის" აღსანიშნავად, დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერებში შეიღებება. მართალია, იგივე ფერებია, რაც საფრანგეთის დროშას აქვს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად "რუსულია", - წერს ქართველიშვილი.