11-11-2023
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ერთიერთობის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს.
"ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ უმრავლესობა პრეზიდენტისგან გამიჯნულია, რადგან მისი განცხადებები მავნებლურია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოზიცია სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს.
"რთულია პოლიტიკური შეფასება და კომენტარი გაუკეთო პრეზიდენტის მიერ ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ გამოთქმული მოსაზრება გასამართლებასთან დაკავშირებით. ეს რეალობასთან აცდენილია, იმ რელაობასთანაა აცდენილი რაც არსებობს საქართველო ჩინეთს შორის ურთიერთობაში.
პრეზიდენტის სიტყვა მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს, მერე ისმის კითხვა რატომ არ უშვებთ მთავრობის სახელით პრეზიდენტს უცხოეთშიო - იმიტომ რომ ასეთი დიპლომატიური სკანდალი არ გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის,"- აცხადებს ქადაგიშვილი.