გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე GORBI-ს კვლევაზე: ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი 20%-ია, ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ბარიერის გადალახვას

14-11-2023

დღეს გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი არის 20% და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ამ კვლევების თანახმად ბარიერის გადალახვას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კვლევები ჩატარდა იქამდე, ვიდრე ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება და სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას.

 

„ამიტომ მიიღეს მათ ასე ტრაგიკულად ევროკომისიის გადაწყვეტილება - რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, თუ როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამბობენ, რომ სტატუსი თურმე არაფერი ყოფილა. აქედან ჩანს, თუ როგორი ყალბები არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვართ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მოგვანიჭებს სტატუსს.

 

ამისათვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის რა თქმა უნდა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა მთელი ამ 20 თვის განმავლობაში და არავის მისცა იმის საშუალება, რომ ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. პირიქით, სწორედ ხალხის სიბრძნის გამო მოგვენიჭება 15 დეკემბერს საბოლოოდ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა ხალხს და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ძალისხმევა ჩადო კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.