გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო

14-11-2023

“თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა, რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას,” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკომისიის დადებითმა გადაწყვეტილებამ მთლიანად დაამსხვრია რადიკალური ოპოზიციის გეგმები ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

“ევროკომისიის დადებითმა გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, კერძოდ, გეგმა, რომ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და იმედი, რომ შეიძლება რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში. ამიტომ ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს - რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 %-მდე დაწევა. თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა, რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა იმაზე აქვთ, რომ ზუსტად იციან - მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი და ამიტომ ცდილობენ, ბარიერი 2%-მდე დაიწიოს.

 

მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.