გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილმა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა

19-09-2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არტურ ხაჩატრიანს შეხვდა.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.


ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას  აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო. მინისტრმა ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა.


„მინისტრის რანგში საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია.  თქვენ გაქვთ ხელშესახები პროგრესი აგრარულ დარგში. დიდი ინტერესით გავეცანი არსებულ სიახლეებს და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი მაქვს“, - განაცხადა არტურ ხაჩატრიანმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლიანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. მინისტრმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერა და ყურძნის ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა. სომეხმა სტუმრებმა წილკანში პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების ლაბორატორიები (დნმ ლაბორატორია) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.