გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ს ახალი ელჩი შეიგრძნობს რეალობას

15-11-2023

„საქართველოს საზოგადოებამ მყარი პოზიცია დაიკავა - ჩვენ გვინდა აშშ-ს-თან, ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა, ევროკავშირთან ინტეგრაცია, მხოლოდ მშვიდობის პირობებში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

 

მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ახალი ელჩის პირობებში, საქართველოს დღის წესრიგში არ იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც იდგა წინა ელჩის პირობებში.

 

„პირველ რიგში მინდა ვთქვა - ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ს ახალი ელჩი შეიგრძნობს რეალობას. დარწმუნებული ვართ, აუცილებლად იქნება საქართველოში არსებული რეალობის ადეკვატური. ამიტომ სანქციებთან დაკავშირებული თემა, ასეთი საკითხები, რომლებიც ბუნებრივია, არ არის საქართველოს დღის წესრიგში, არის პოზიტიური. აქედან გამომდინარე, მე მგონია, კიდევ უფრო რეალურ სურათს დაინახავს ახალი ელჩი და ამ ეტაპზე გვაქვს იმედი, რომ საქართველოს დღის წესრიგში არ იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც სამწუხაროდ, იყო წინა ელჩის პირობებში. საქართველოს საზოგადოებამ მყარი პოზიცია დაიკავა - ჩვენ გვინდა აშშ-ს-თან, ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა, ევროკავშირთან ინტეგრაცია, მხოლოდ მშვიდობის პირობებში“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.