გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში სახალხო დღესასწაული ,,ამილახვრობა 2018" გაიმართება

20-09-2018

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს კასპის რაიონის სოფ. ქვემო ჭალაში (ისტორიული საამილახვრო) სახალხო დღესასწაულს ,,ამილახვრობა 2018" აღნიშნავენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ღონისძიების ორგანიზატორებმა ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" წარმომადგენლებმა აცნობეს.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება, რომელიც  2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს მიეძღვნება.

დაგეგმილია: სპორტული აქტივობები; ადგილობრივი სამზარეულოს და სასმელების დეგუსტაცია; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საზეიმო კონცერტი; ღონისძიება იმართება სამთავისის და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს ლოცვა-კურთხევით.

მხარდამჭერები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კასპის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი Art-Folk".



qartli.ge