გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე: როგორც პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ შანსი მისცემოდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ

17-11-2023

„როგორც ურეიტინგო, უპრინციპო და პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ როგორმე შანსი მისცემოდათ… თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ!“-წერს „xალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.


ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, „რა განსხვავებაა ნაც-მოძრაობასა და ამ ფსევდო-პრეზიდენტს შორის? -არანაირი!“


„დაუბრუნდა მშობლიურ წიაღს- მიშას!


სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, დიპლომატიურ სკანდალებში ეხვევა, რადიკალიზმს ახალისებს, კანონი და კონსტიტუცია ჩირად უღირს, სასარგებლო იდიოტობასთან ერთად, გავლენის ბენეფიციარობას ითავსებს და რა განსხვავებაა ნაც-მოძრაობასა და ამ ფსევდო-პრეზიდენტს შორის?

-არანაირი!


როგორც ურეიტინგო, უპრინციპო და პარაზიტ პოლიტიკანებს შეშვენით, ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მუხლებზე ხოხავდნენ, რომ როგორმე შანსი მისცემოდათ…


თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს და იმაზე დიდი ბითურები აღმოჩნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ!


ჰო და როგორი “უსამშობლო ბალასტიც” 2004 წელს, არსაიდან მოათრია სააკაშვილმა, ოცი წლის შემდეგ დაუბრუნდა “უძღები შვილივით“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.