გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ინტერვიუებში, ფაქტობრივად, ირიბი მოთხოვნაა, საქართველოს სანქციები დაუწესონ

17-11-2023

„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი საკუთარი რეიტინგის აწევას ცდილობს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ასევე, როგორც ჩანს, მათგან, ვის დაკვეთებსაც ზურაბიშვილი ასრულებს, მოთხოვნაა, რომ ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის თემა, კვლავ აქტუალური გახდეს.


„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ინტერვიუებში, ფაქტობრივად, ირიბი მოთხოვნაა, საქართველოს სანქციები დაუწესონ. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით სალომე ზურაბიშვილი საკუთარი რეიტინგის აწევას ცდილობს. ასევე, როგორც ჩანს, მათგან, ვის დაკვეთებსაც ზურაბიშვილი ასრულებს, მოთხოვნაა, რომ ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის თემა, კვლავ აქტუალური გახდეს. როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბარი დაიწყო, „ხალხის ძალა“ თავიდანვე ვამბობდით, რომ ევროკავშირის მიდგომა არ გულისხმობს იმას, ცალკეულ პირებს დევნა დაუწყონ. თუმცა, ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ ისეთი ტერმინები, როგორიც არის „დებიძინიზაცია“, „დეივანიშვილიზაცია“ და ა.შ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ ვეღარ შეიკავეს თავი და დაასახელეს, სინამდვილეში თუ რატომ სურდათ ამ კანონის მიღება.


მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგა და აღმოჩნდა, რომ ოლიგარქის განმარტებაში თვითონვე ხვდებოდნენ, კეზერაშვილის სახით, რომელმაც პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ოლიგარქის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ხაზარაძის სახით, რომელიც, გარკვეულწილად, ასევე, ჯდება ოლიგარქის კრიტერიუმებში, უცბად აღმოჩნდა, რომ თურმე ამ კანონს სისტემური მიდგომა სჭირდება და სასწრაფოდ მისაღები არ არის. ზოგადად, ევროკავშირისეული სწორი მიდგომა იმას გულისხმობს, რომ სისტემები უნდა შეიქმნას, რომლებიც ცალკეული ტიპის ჭარბ პოლიტიკურ გავლენას აღკვეთს და არა - ვიღაცის სახელი და გვარი ჩაიწეროს კანონში - ეს არის ოლიგარქი და დაჩაგრეთო.


ეს არ არის არც ცივილიზებული, არც ევროპული და არც ქართული მიდგომა. სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში გაჟღერებული გზავნილები მაფიქრებინებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ ახალი თემის აქტუალიზაციას იწყებს. მაგალითად, იმ თემის ხელმეორედ აგორება უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. ასევე, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის თემის უარყოფითად წამოწევა სურთ. მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, ამერიკისა და ევროკავშირისთვის თურმე ძალიან კარგია ჩინეთთან ურთიერთობა და მხოლოდ საქართველოსთვის არის ცუდი.


ამგვარი ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის განვითარებას ნიშნავს და მისი უარყოფით გვეუბნებიან, რომ განვითარება მხოლოდ მათთვის არის კარგი, ჩვენ კი არ გვჭირდება. იყავით ბოლომდე ღარიბები და რაც უფრო მეტი ნეგატივი იქნება თქვენს საზოგადოებაში, ჩვენთვის უკეთესია, უფრო მართვადები იქნებითო. ანუ, მართვადი ქაოსის შექმნა სურთ და სალომე ზურაბიშვილს ეს გააჟღერებინეს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.