გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფერმერებს ვულოცავ ფერმერთა დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ თავიანთ საქმიანობაში - ნინო თანდილაშვილი ფერმერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

17-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა.


 „ფერმერთა დღე“ სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.


„პირველ რიგში, მინდა ფერმერებს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო საქმიანობაში. ფერმერები ქმნიან დოვლათს ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურად, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდამჭერ მექანიზმებს არაერთი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, შთამბეჭდავია ის რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობაში როგორც წარმოების ზრდის კუთხით, ასევე ახალი გადამმუშავებელი საწარმოების გახსნის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვაქვს პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და ბაზრების  დივერსიფიცირების მიმართულებით.


ამ მხარდაჭერას, ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას იმისათვის, რომ უფრო მეტი  ქართული ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც ბუნებრივია კონკურენციას გაუწევს და იქნება სასურველი ევროკავშირის ბაზრებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი.  სწორედ ამ პროდუქციას ქნიან ჩვენი ფერმერები. ფერმერებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღეს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


ღონისძიების ფარგლებში, 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერები დაჯილდოვდნენ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ფერმერის დღეს  2015 წლიდან აღინიშნავს.

ფერმერების დაჯილდოების ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.