გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩხოროწყუში საბავშვო ბაღი “ქართული ოცნების” ტორტითა და ატრიბუტიკით გაიხსნა

20-09-2018

ჩხოროწყუს რაიონში, სოფელი კირცხის ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში მიყვანილ აღსაზრდელებს ადგილზე “ქართული ოცნების” ტორტი, ატრიბუტიკა და მაღალჩინოსნები დახვდათ.


საბავშვო ბაღი ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს. ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ტორტი სწორედ მათ პატივსაცემად გამოაცხვეს.


ნეტგაზეთი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს, მიმოზა დამენიას დაუკავშირდა კითხვით, რატომ გადაწყვიტეს ბაღის გახსნაზე ბავშვებისთვის პარტიული ატრიბუტიკისა და ტორტის დახვედრება, რაზეც გვიპასუხა:

“კომენტარის გარეშე! ამის მეტი საქმე არ გაქვთ ჟურნალისტებს, სხვა რამეზე რომ გაამახვილოთ ყურადღება?! ეს იყო დიდი მოვლენა, რომელიც 50 წელიწადში ერთხელ ხდება – ეს იყო და ეს! იქ მარტო “ქართული ოცნების” დროშა ხომ არ იყო, იქ იყო სახელმწიფოს და რაიონის დროშაც! მთავრობაში ახლა ესენი არიან და ამიტომ იყო ქართული ოცნების დროშა! ღონისძიების მთავარი ატრიბუტი იყო ჩვენი ბავშვები და ზღაპრული შენობა, რომელიც გაგვიკეთეს”.


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, კირცხის საბავშო ბაღის პროექტის ღირებულებამ 222 702 ლარი შეადგინა. ახალი საბავშო ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. საკრებულოს განცხადებით, შენობა თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.


netgazeti.ge