გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე

20-11-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დადგა ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში.


„ჩვენ  წელს მაისში  განვაცხადეთ, რომ კომპანიას - „ეიჩჯი კაპრა კაუკასიკა” ერთი წლის განმავლობაში უნდა წარმოედგინა  მართვის გეგმა და სხვა კვლევებზე ინფორმაცია. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააკეთა  რეაგირება და  განცხადებაც გავრცელდა, რომ  ეს გეგმა არ იყო წარმოდგენილი  და შესაბამისად ოქმიც იქნა  შედგენილი ზედამხედველობის დეპარტამენტის  მიერ. მას  შემდეგ კიდევ არაერთი განცხადება  გაკეთდა სააგენტოს მხრიდან, სამინისტროს მხრიდან  და ჩემი მხრიდან. ამ პროცესებთან  მიმართებაში დავიწყეთ მუშაობა, რომ ამ ტერიტორიაზე  შეიქმნას დაცული   ტერიტორიები  და უშუალოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან  ერთად, მოსახლეობასთან ერთად,  შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, ექსპერტების ჩართულობით დაწყებულია კვლევები, რომ რაჭაში შეიქმნას ისეთი ტიპის დაცული ტერიტორია, რომელიც ყველაზე  მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე  და, რა თქმა უნდა,  დაიცავს უნიკალურ ბუნებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.