გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში დააბრუნა ფაშიზმი და შეწყალებას ითხოვს (ანუ აღიარებს ყველა მის ქმედებას) სალომე ზურაბიშვილისაგან

24-11-2023

"იმედია თქვენს დისკრეციული უფლებას არ გამოიყენებთ და მძიმე რეჟიმის, ქართველის მაწამებელ, გამაუპატიურებელ, შეწყალების მოთხოვნით შემოსულ მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებთ," - ასე მიმართავს "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრეზიდენტს.


მეგრელიშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს, მას მოუწევს სააკაშვილის მიერ ჩადენილ ყველა უკანონობაზე ხელის მოწერა. ვრცელ ფეისბუქპოსტში მეგრელიშვილი აკეთებს ნაცმოძრაობის მმართველობის მიმოხილვას და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე წერს.


„ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელიც რეფორმების სახელით აუპატიურებდა და კლავდა ქართველს. ეს არის ძალა, რომლის 9-წლიანი მოღვაწეობის პირობებში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით გაითელა ადამიანის უფლებები, მაგალითად 2012 წელს სააკაშვილის მმართველობის მძიმე მემკვიდრეობა მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში 24114 პატიმარი, აქედან 282 წამებით გარდაცვლილი პატიმარი იყო.


მიხეილ სააკაშვილს პირადი შურისძიების მოტივით ჰყავდა პირადი პატიმრები, მაგალითად სულხან მოლაშვილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის პირად პატიმრად შემდეგი ჩანაწერით აღიარა „წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს წართმევა დაკავშირებული იყო მხოლოდ შურისძიების მოტივთან, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და პირად ანგარიშსწორებასთან". პერიოდი სულხან მოლაშვილის დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.


ციხეში სულხანის წამებით ერთობოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები, მათ შორის იყო გიგა ბოკერიაც. სულხან მოლაშვილის 1365-დღიანი წამების ქრონიკამ სანდრო გირგვლიანის საქმის პარალელურად კიდევ ერთხელ ამხილა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა: "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო".


მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით ციხეში პატიმრების წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, იყო პრაგმატული მეთოდი ციხის სამართავად და იყო სადომაზოხისტური ტკბობა ციხის ადმინისტრაციისთვის. 2012 წლიდან ქართულ სახელმწიფოში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ „ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე, მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის მძიმე პრაქტიკა, აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან.


„ქართული ოცნების" პირობებში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, გაიცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.


ამ გარდამტეხი ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა" დარჩა პარტიად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკურალური ინტერესებით პარტიად, რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან. „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებასთან" დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ემზადება ქუჩის აქციებისთვის.


პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა და არეულობა რევოლუციის სახელით ყველაზე მეტად პასუხობს მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს - გათავისუფლდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დაბრუნდეს ხელისუფლებაში. "ნაციონალური მოძრაობა" არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის.


მიხეილ სააკაშვილი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ამ პოლიტიკური ძალით საქართველოს უახლეს ისტორიაში დააბრუნა ფაშიზმი და შეწყალებას ითხოვს (ანუ აღიარებს ყველა მის მიერ ჩადენილ ქმედებას) სალომე ზურაბიშვილისაგან. გაუგებარია ამ ყველაფრის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა" და მათი მომხრეები დღეს რას ზეიმობთ?! madame Salome Zourabichvili, იმედია თქვენს დისკრეციული უფლებას არ გამოიყენებთ და მძიმე რეჟიმის, ქართველის მაწამებელ, გამაუპატიურებელ, შეწყალების მოთხოვნით შემოსულ მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეწყალებით ქართულად და არა ფრანგულად, თქვენ ხელს მოაწერთ მის მიერ ყველა ჩადენილ უკანონობაზე," - წერს მეგრელიშვილი.