გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობა ნაყოფია "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები მათ შორის, მანიფესტთან დაკავშირებით

24-11-2023

მე გახლავართ კიევში, აქედან გერთვებით, თუმცა, მინდა გითხრათ, დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ ღონისძიებაზე არ მივიდოდი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.

 

ნაყოფიას თქმით, მას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მანიფესტთან დაკავშირებით, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიღო.

 

"არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, კიევში ვარ თუ იქ ვარ, მე ნამდვილად არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ამ მანიფესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შინაარსს, სადაც ზოგადად, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაზეა საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ებრძვის დაეთანხმებოდა, მეც მათ რიგებში ვიქნებოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვიქნებოდი, ამ დოკუმენტზე მომეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ყველა დებულებას, ყველა პუნქტს უნდა ეთანხმებოდე, რომ მოახდინო მისი მხარდაჭერა და ხელის მოწერა" - განაცხადა კობა ნაყოფიამ.