გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ეს მანიფესტი, როგორც ჩანს არის სადღეგრძელო, რომელიც მიმართულია საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად; ვის დაჯერებას ახერხებენ ისინი ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ პარტია იშლება თვალსა და ხელს შუა

24-11-2023

„ნაციონალურ მოძრაობის“ მანიფესტი შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ხალხისადმი სახელმწიფოს სამსახურს ეხებოდა „გაუგონარ ცინიზმად“ მოიხსენია.


„მართლაც გაუგონარი ცინიზმია „ნაციონალური მოძრაობისგან“, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფო ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით. თუ გავიხსენებთ იმ სასამართლო პროცესს, რაც მიმდინარეობს - 9 მილიონი ლარის გაფლანგვაზეა საუბარი, ასევე, გავიხსენებ კეზერაშვილს, რომელმაც 5 მილიონი მოჰპარა საკუთარი ქვეყნის ჯარს და როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, კიდევ ძალიან ბევრი ბიუჯეტური ხარჯია, რომელსაც ვერც თავი გაუგეს და ვერც ბოლო.


ამ დრომდე ირკვევენ და ბოლოში ვერ ჩასულან ისეთი ჩახლართულია ყველაფერი და 5 მილიონი მხოლოდ დამტკიცებული ციფრია, იმის იქეთ რამდენია, არ ვიცით. გავიხსენოთ ასევე, მათ მიერ გადახდილი და დაფინანსებული მილიონები, რაც მიმართული იყო ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაზე და „ფარას“ დოკუმენტებით როგორც ირკვევა, რომლითაც ითხოვდნენ ქვეყნის დასანქცირებას, იმიჯის შელახვას და ა.შ. კეზერაშვილს, რომელიც ასე ვთქვათ, არის ოლიგარქი და ფარული მმართველი, საიდან აქვს ამდენი ფული, რომელიც, როგორც თავად ამბობს, აფინანსებს მედიას, ენჯეოს და პარტიასაც,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


მისი თქმით, სულ უფრო თვალში საცემია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული ბუნება და სავარაუდოდ, დაშლის პირას მისული პარტიის მომხრეების რიცხვი შემცირდება.


„ეს მანიფესტი, როგორც ჩანს, არის სადღეგრძელო, რომელიც მიმართულია საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად. ვის დაჯერებას ახერხებენ ისინი ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ პარტია იშლება თვალსა და ხელს შუა და ხალხი ხედავს მათ დესტრუქციულ ბუნებას, მანიპულაციურ მსჯელობას და ყალბ ნარატივს.


მე უკვე ვხედავ და ამის ნიშნებიც არის, რომ მათ სულ უფრო ნაკლები მომხრეები ჰყავთ. ამ მანიფესტის შემდეგ, სადაც აშკარაა ეს ფარისევლური გამონათქვამები, ალბათ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება, დაუჭიროს თუ არა მხარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ თემურ ალასანიას მიმართვა, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს ხალხს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ და პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საზოგადოება მირჩევნიაო იმიტომ, რომ მართალია, ასეთი საზოგადოების მართვა უფრო იოლია. ეს არის ამათი ბუნება და ღირებულებები, რაზეც ისინი დგანან,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.