გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჯაბა სამუშია გერმანიაში კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა

25-11-2023

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიაში გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში სტუმრობისას ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ახალარჩეულ დირექტორთან, პროფესორ გერდ კარლინგთან და ქართველოლოგიის მიმართულების პროფესორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


თსუ-ს ინფორმაციით, ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებს ქართველოლოგიის მიმართულება, სადაც დაინტერესებული პირებს აქვთ შესაძლებლობა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ისწავლონ. უნივერსიტეტში ასევე არსებობს რუსთაველის კაბინეტი.


„ჯაბა სამუშიამ ინსტიტუტის ხელმძღვანელს გააცნო მიზნები იმ ფართო და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რაც გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და თსუ-ს აქვს ქართველოლოგიის მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო კავკასიოლოგიის, როგორც ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობებს სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვანი უნივერსიტეტების ჩართულობით.


გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში სტუმრობისას, თსუ რექტორი ასევე შეხვდა გერმანელ სტუდენტებს, რომლებმაც სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს ქართველოლოგიასა და რუსთველოლოგიაში და შემდგომში იმავე მიმართულებით აპირებენ სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.