გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით ქართველიშვილი: ჩემი ღრმა რწმენით, 2024 წლის გაზაფხულამდე ჩამოყალიბდება ახალი ე.წ. ოპოზიციური კონფიგურაცია, ალბათ ზურაბიშვილი - ლომჯარიას ირგვლივ

28-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, მედიასთან ოპოზიციის ახალ კონფიგურაციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, ზურაბიშვილ - ლომჯარიას შეუერთდებიან ცნობადი სახეები, ერთპროცენტიანი, ურეიტინგო ოპოზიციური ბლოკიდან და მათ მიმართ გადანაწილდება პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირიდან და ვაშინგტონიდან.


„ჩემი ღრმა რწმენით, 2024 წლის გაზაფხულამდე ჩამოყალიბდება ახალი ე.წ. ოპოზიციური კონფიგურაცია, ალბათ ზურაბიშვილი - ლომჯარიას ირგვლივ, რომელსაც შეუერთდებიან ცნობადი სახეები, ამ ერთპროცენტიანი, ურეიტინგო ოპოზიციური ბლოკიდან და მათ მიმართ გადანაწილდება პოლიტიკური მხარდაჭერა, იგივე ევროკავშირიდან და ვაშინგტონიდან.


ალბათ, მათ დააფინანსებენ თავისი არასამთავრობო სექტორის ფონდებით და ა.შ. ამით მიიყვანენ არჩევნებამდე და მისცემენ მძლავრ გზავნილს, მესიჯს, „ნაცების“ ამომრჩეველს - დღეს, თქვენი მამა-მარჩენალი არის ეს ფრთა, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, თქვენც უნდა დაუჭიროთ მხარი, რომ მოხდეს მათ შორის ე.წ შემოქმედებითი სინერგია. მაგრამ ის მარგინალების ფრთა, რომელშიც კოლექტიური ხაბეიშვილები დარჩებიან, ისინი იქნებიან შაჰიდების როლში, რომლებიც თავიანთ მფარველებს ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნიან“, -განაცხადა ქართველიშვილმა.