გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნინო ვიბლიანმა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

24-09-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია და ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.


ღონისძიება უნივერსიტეტთან არსებულმა ანსამბლმა "დავლათმა" გახსნა, რომელიც მსოფლიო ნაციონალური ცეკვების კონკურს-ფესტივალის გამარჯვებულია.


ნინო ვიბლიანმა უნივერსიტეტს წარმატებული სასწავლო წელი და მრავალი ინოვაციური პროექტის განხორციელება უსურვა. სასწავლებლის რექტორმა გასული წლების მიღწევებზე ისაუბრა და  ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული პროფესიული სასწავლებლის განვითარებისათვის ხელშეწყობის მნიშვნელობა აღნიშნა.