გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯიღაურას ბაზაზე ვაზის სხვლა-ფორმირებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საველე ტრენინგი ჩატარდა

13-12-2023

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკლუტეტის აგრონომიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ვაზის სხვლა-ფორმირებაზე საველე ტრენინგი ჩატარდა.


ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშების მახასიათებლებზე, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების და ჯანსაღი ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტენქოლოგიაზე, ნიადაგის შერჩევასა და სწორი საძირის გამოყენებაზე, ასევე, რეგიონებისთვის ვაზის ჯიშების სწორედ შერჩევაზე და ნერგის დარგვის წესებზე.


სტუდენტებმა ვენახის სხვლის პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.