გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე პრემიერის ანგარიშზე: საქართველო 2024 წელს ხვდება უპრეცედენტოდ გაზრდილი ეკონომიკით, უპრეცედენტოდ მაღალი საერთაშორისო სტატუსით და გეოპოლიტიკურად საინტერესო, სუვერენული სახელმწიფო

18-12-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი განცხადებით, ანგარიში საკმაოდ პოზიტიურია, შესაბამისად, საქართველო, 2024 წელს გაზრდილი ეკონომიკით და მაღალი საერთაშორისო სტატუსით ხვდება, რომელიც უსაფრთხო გზაჯვარედინი, რეგიონის ლიდერი ქვეყანა და გეოპოლიტიკურად საინტერესო სახელმწიფოა.

"დეტალური და კვალიფიციური ანგარიში წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას.


ბიუჯეტის ზრდა, ეკონომიკის შეუქცევადი დინამიკა, სახელფასო პოლიტიკა, სოც-უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება, რაციონალური საგარეო პოლიტიკა და საერთო ჯამში - 2023 წელს, საქართველო ხელშესახები წარმატებით ასრულებს, დაწყებული ეკონომიკური წინსვლითა და გაგრძელებული, დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკით.


• 2012 წელს 8 მილიარდიანი ბიუჯეტი, 2024 წელს გასამმაგებული სახით, 28 მილიარდით განისაზღვრა.


• 2012 წელს, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდა თურქეთთან და “დსთ-ს” ქვეყნებთან.

2024 წელს, საქართველო ხვდება ჩინეთთან, ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით.


• 2012 წელს, საქართველო იყო თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ევროინტეგრაციის გზაზე,


ხოლო 2012-2023 წლებში, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალო ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.


განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება.


ანგარიში საკმაოდ პოზიტიური და ვრცელია, რასაც მოკლედ ვერც განვიხილავთ.

საბოლოო ჯამში - 2024 წელს, საქართველო ხვდება უპრეცედენტოდ გაზრდილი ეკონომიკით, უპრეცედენტოდ მაღალი საერთაშორისო სტატუსით, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის საიმედო და უსაფრთხო გზაჯვარედინი, ლიდერი ქვეყანა კავკასიაში და გეოპოლიტიკურად საინტერესო, სუვერენული სახელმწიფო მსოფლიოში" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.